რა გადაწყვეტილება მიიღო ვასო ფხაკაძემ „რუსთავი 2“ -თან დაკავშირებით

00:24 08-27-2019
9629

„კომედი შოუს“ მსახიობი ვასო ფხაკაძე სოციალურ ქსელში არხის დატოვებასთან დაკავშირებით წერს: 

„16 წელი ვიმუშავე ამ არხზე, ბევრი კარგი რამ მახსენდება.
მადლობა ერთგულ მაყურებელს,მიყვარხართ.
სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს“, - წერს მსახიობი.

რუსთავი 2 კომედი შოუს მსახიობმა, თამარ ლეკვეიშვილმაც დატოვა. ამის შესახებ მან საკუთარ facebook გვერდზე დაპოსტა და განაცხადა, რომ ნიკა გვარამიას ახალ არხზე გადადის.

შეგახსენებთ, რომ 18 ივლისს რუსთავი 2-ის ახალმა დირექტორმა, პაატა სალიამ არხიდან საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე, გადაცემა განსხვავებული აქცენტების წამყვანი ეკა კვესიტაძე, ნანუკას შოუს წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი და რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი ლაფერაშვილი გაუშვა. სამსახურიდან მათ გათავისუფლებას საინფორმაციო გადაცემების ჟურნალისტები შეუერთდნენ. ამის შემდეგ გასართობი გადაცემების წამყვანებმაც დატოვეს რუსთავი 2.