ყირიმის ანექსიის შეჩერება შეიძლებოდა, მაგრამ ობამამ ეს ვერ შეძლო - ტრამპი

23:40 08-26-2019
88

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შეჩერება შესაძლებელი იყო, თუმცა ბარაკ ობამამ ეს ვერ შეძლო.

„პრეზიდენტ ობამას სუფთად და მარტივად აჯობეს, მათ ყირიმი მისი ადმინისტრაციის დროს წაიღეს. ეს არ იყო კარგი, თუმცა ამის შეჩერება შესაძლებელი იყო, თუმცა პრეზიდენტმა ობამამ ეს ვერ შეაჩერა და ეს ძალიან ცუდია“, – განაცხადა ტრამპმა.

პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა „დიდ შვიდეულში“ რუსეთის დაბრუნებას კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი.

„ბევრად უმჯობესია რუსეთის „დიდი რვიანის“ შემადგენლობაში ყოფნა. პოპულარულია თუ არა ჩემი მხრიდან ეს ნაბიჯი პოლიტიკური თვალსაზრისით? შესაძლოა, არა. შესაძლოა, ბევრი ადამიანი დამეთანხმოს, ბევრი კი – არა. მე არაფერს ვაკეთებ პოლიტიკური მოსაზრებების გამო, მე ვაკეთებ იმას, რაც სწორია და ხალხს ეს მოსწონს”, – განაცხადა აშშ-ის ლიდერმა, რომლის თქმითაც, რუსეთის „დიდ შვიდეულში“ დაბრუნება მსოფლიოში უსაფრთხოების გაძლიერებას და გლობალურ ეკონომიკას შეუწყობდა ხელს.