ვინ არის ახალგაზრდა, რომელიც ბათუმში საზარელ ავარიას ემსხვერპლა

23:33 08-26-2019
4156

შემზარავი ავარია ბათუმში დღეს მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევას 37 წლის გიორგი დოლიძე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი მამის საფლავზე სასულიერო პირებთან ერთად იმყოფებოდა. უკან დაბრუნებული, ავტომობილში ჯდებოდა, რა დროსაც მანქანა დაეჯახა და გარდაიცვალა. 

გარდაცვლილს მეუღლე და მცირეწლოვანი ქალიშვილი დარჩა.