ქეთას დიზაინით შექმნილ მდოგვისფერ კაბას ბიჭოლა ერთი სიტყვით აფასებს

22:20 08-26-2019
1302

სოჭში მუსიკალური კონკურსი „ახალი ტალღა 2019“ მიმდინარეობს.

ღონისძიებაზე ქეთა თოფურია თავისი დიზაინით შექმნილი კაბით წარსდგა.

თოფურიას ბრენდი ketione ერთი წლის წინ გამოჩნდა ბაზარზე. ელეგანტური კაბები, შარვლები და პიჯაკები, ნათელი ფერები, ინდივიუალიზმის მატარებელი სამოსი - ეს ამ ბრენდის სტილია.

ფესტივალზე ქეთას მდოგვისფერი კაბა ყველას ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. სოჭში იმყოფება დიზაინერი და ქეთას მეგობარი, ბიჭოლა თეთრაძე.

ის „პრაიმტაიმის“ შეკითხვაზე, თუ როგორ შეაფასებს ქეთას დიზაინით შექმნილ კაბას, ერთი სიტყვით შემოიფარგლა.

ბიჭოლა თეთრაძე: - სუპერ!.

 

ავტორი: თამარ გონგაძე