14-წლიანი თანაცხოვრება დასრულდა - „რუსთავი 2“ თამარ ლეკვეიშვილმაც დატოვა

21:23 08-26-2019
2828

რუსთავი 2 კომედი შოუს მსახიობმა, თამარ ლეკვეიშვილმაც დატოვა. ამის შესახებ მან საკუთარ facebook გვერდზე დაპოსტა და განაცხადა, რომ ნიკა გვარამიას ახალ არხზე გადადის.

შეგახსენებთ, რომ 18 ივლისს რუსთავი 2-ის ახალმა დირექტორმა, პაატა სალიამ არხიდან საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე, გადაცემა განსხვავებული აქცენტების წამყვანი ეკა კვესიტაძე, ნანუკას შოუს წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი და რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი ლაფერაშვილი გაუშვა. სამსახურიდან მათ გათავისუფლებას საინფორმაციო გადაცემების ჟურნალისტები შეუერთდნენ. ამის შემდეგ გასართობი გადაცემების წამყვანებმაც დატოვეს რუსთავი 2.