მონასტერი, სადაც ბერები ღმერთთან უფრო ახლოს არიან​ - CNN-ი კაცხის სვეტის შესახებ სტატიას აქვეყნებს

20:42 08-26-2019
326

CNN-მა კაცხის სვეტს სტატია მიუძღვნა. 

„კაცხის კომპლექსი უნიკალურია. ბერები სვეტზე ასასვლელად ყოველდღიურად 20-წუთიან გზას მეტალის კიბის დახმარებით გადიან. დღესდღეობით სვეტი დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე წმინდა ადგილადაა მიჩნეული. ადგილობრივი ბერები ერთადერთი ადამიანები არიან, რომლებსაც სვეტის წვერზე ასვლის უფლება აქვთ“, - წერია  სტატიაში.

CNN-ის მასალაში კაცხის სვეტის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, მასთან დაკავშირებული მკაცრი წესები და ღირსშესანიშნაობამდე მისასვლელი მარშრუტებია გადმოცემული.