გურჯაანელი კაცი, რომელიც მკვდარი ეგონათ, 10-დღიანი ძებნის შემდეგ ფერმაში იპოვეს

20:30 08-26-2019
7940

34 წლის ვანო მახარაშვილს, სამართალდამცველებმა სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ ფერმაში მიაკვლიეს.

დაკარგული მამაკაცი თავს კარგად გრძნობს და მას სახლში დააბრუნებენ.

„პოლიციამ მოიყვანა, არ ვიცით რა ვთქვათ, მეტირება სიხარულით. იმდენი ჭორი ვრცელდებოდა, მაგრამ პოლიციელები დღეს და ღამეს ასწორებდნენ. ძალიან გახარებულები ვართ“- განაცხადა, დაკარგულის ბიძამ, სოსო მახარაშვილმა.

შეგახსენებთ, 34 წლის ვანო მახარაშვილის სამძებრო სამუშაოების ფარგლებში, 21 და 22 აგვისტოს მდინარე ალაზნის სარწყავ არხში წყალიც დაწყვიტეს, თუმცა ცხედარი და სხვა ფაქტი ვერ იპოვეს. სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყვნენ მყვინთავებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობდა.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი