„რუსთავი 2“-დან წასულ ჟურნალისტების ნაწილს დაბრუნება სურთ - ირაკლი იმნაიშვილი

20:23 08-26-2019
940

ირაკლი იმნაიშვილის განცხადებით, რომელიც რამდენიმე წუთის წინ „რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ მედიასთან წარადგინა, როგორც არხის მომავალი აღმასრულებელი დირექტორი, გუნდის დიდ ნაწილს, რომელიც წნეხის გამო წავიდა ტელეკომპანიიდან, სურვილი აქვს დაბრუნდეს ტელევიზიაში.

იმნაიშვილის თქმით, თუ მოლაპარაკებები, რომელიც მასა და არხის ხელმძღვანელობას შორის მიმდინარეობს, მას ექნება ამბიცია, რომ „რუსთავი 2“ გახდეს გამარჯვებული ჟურნალისტების ტელევიზია.

„გვახსოვს, რომ „რუსთავი 2“ იყო გამარჯვებული ხალხის ტელევიზია. თუმცა, როგორც კი ის გახდა გამარჯვებული, ხალხსაც და მფლობელებსაც ის წაართვეს... მაქვს ამბიცია რომ „რუსთავი 2“ გახდეს გამარჯვებული ჟურნალისტების ტელევიზია“, - აცხადებს იმნაიშვილი.