სხვისი კოსმეტიკური ფუნჯის ხმარებამ ახალგაზრდა ქალის პარალიზება გამოიწვია

19:41 08-26-2019
2481

ავსტრალიელი ჯო კვინსლენდის ტრაგიკული შემთხვევა იმ დროიდან იწყება, როცა მან გადაწყვიტა, რომ წვეულებაზე წასვლის წინ სახეზე „პრიშის“ დასაფარად მეგობრის კოსმეტიკური ფუნჯი გამოეყენებინა. ამ ისტორიის შესახებ The Sun-ი წერს.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ჯოს მეგობარს კანი მავნე ბაქტერიებით ჰქონდა დაავადებული და ოქროსფერმა სტაფილოკოკმა ჯოს ორგანიზმში ამ გზით შეაღწია.

ქალს ჯერ ზურგში იმდენად ძლიერი ტკივილები აწუხებდა, რომ ახალგაზრდა დედას დიდხანს არც უფიქრია და საავადმყოფოს მიაკითხა. ექიმებმა მას სასიკვდილო დიაგნოზი დაუსვეს. სწორედ მაშინ უთხრეს მას სტაფილოკოკის შესახებ და ურჩიეს, არაფრის იმედი არ ჰქონოდა. ოპერაციის შემდეგ გასაგები გახდა, რომ ჯო იცოცხლებდა, მაგრამ არა ისე, როგორც მანამდე.

ერთი წლის განმავლობაში დამქანცველი ფიზიოთერაპიისა და გაძლიერებული ვარჯიშების შემდეგ, ჯო ფეხზე დადგა. ის აღიარებს, რომ ძალას მისი პატარა ვაჟი, ტომი აძლევდა. როცა მას უყურებდა, დედას კარგად ესმოდა, რომ შეუძლებელი იყო დანებება - თუნდაც შვილის გამო.