თბილისში „ქაღალდის სახლის“ მსახიობი ჩამოდის

19:22 08-26-2019
116

თბილისში, Netflix-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის „ქაღალდის სახლის“ (La casa de papel) მსახიობი ხაიმე ლორენტე ჩამოდის. 

ის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქრის“ ფარგლებში ესტუმრება - ამის შესახებ ინფორმაცია ფესტივალის Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.

„ქაღალდის სახლზე“ მთელი მსოფლიო ლაპარაკობს. პირველი ორი სეზონის უდიდესი წარმატების შემდეგ, მასში მონაწილე მსახიობების პოპულარობაც არნახული მასშტაბებით გაიზარდა.

ესპანელ მსახიობებს, რომლებმაც ყველას საყვარელი გმირები განასახიერეს და რომელთა სახელებიც მხოლოდ ადგილობრივი მასშტაბებით იყო ცნობილი, დღეს მსოფლიოს ყველა კუთხეში იცნობენ.

ხაიმე ლორენტე 23 ოქტომბერს რუსთაველის თეატრის სცენაზე კარლოტა ფერერის სპექტაკლში „ეს არ არის ბერნარდა ალბას სახლი“ ითამაშებს.  თეატრალური ფესტივალი „საჩუქარი“ 19 ოქტომბერს დაიწყება და 19 ნოემბერს დასრულდება.