არ გემშვიდობებით, შევხდებით მალე - რას წერს ვანო ჯავახიშვილი რუსთავი2-ზე

18:32 08-26-2019
7741

„ვანოს შოუს“ წამყვანი ვანო ჯავახიშვილი ტელეკმპანია რუსთავი2-ს ტოვებს. მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

ჩემო მეგობრებო და გულშემატკივრებო მოგესალმებით. მინდა საჯაროდ გამცნოთ, რომ ჩემი 16 წლიანი მოღვაწეობა ჩემთვის უსაყვარლეს არხზე - რუსთავი 2-ზე დასრულდა. არ გემშვიდობებით, შევხვდებით მალე.

პ.ს. სხვათაშორის ტელევიზორის პულტს სხვა ღილაკიც ქონია“, - წერს ვანო ჯავახიშვილი.