ნეაპოლის ციხიდან 100 წლის განმავლობაში პირველი პატიმარი გაიქცა

18:03 08-26-2019
2985

იტალიელი სამართალდამცველები პოლონეთის მოქალაქეს ეძებენ, რომელიც 25 აგვისტოს ნეაპოლის ციხიდან გაიქცა. ამის სესახებ ინფორმაციას ადგილობრივი  მედია ავრცელებს.

პატიმრის ფოტოსურათი ნეაპოლის პოლიციის სამმართველომ Twitter-ზე გამოაქვეყნა. 32 წლის რობერტ ლისოვსკი სასჯელს 2018 წლის დეკემბერში უკრაინის მოქალაქის მკვლელობისთვის იხდიდა.

მედიის ინფორმაციითეს ნეაპოლის ციხიდან ბოლო 100 წლის განმავლობაში გაქცევის პირველი წარმატებული შემთხვევაა.

ლისოვსკიმ გაქცევა ერთმანეთზე გადაბმული ზეწრებისგან დამზადებული თოკის მეშვეობით მოახერხა.

სამართალდამცველები მოქალაქეებს პოლიციასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ ლისოვსკი ძალიან საშიშია