„მახსოვს, ვიდექი სცენაზე და ვერც კი ვიფიქრებდი, რომ...“ - რა ემოციებს გვიზიარებს ნინო მაჩაიძე დომინგოზე

17:59 08-26-2019
87

ზალსბურგის თეატრში ვერდის ოპერა „ლუისა მილერის“ პრემიერა შედგა. ქართველი სოპრანო ნინო მაჩაიძე, სხვა კოლეგებთან ერთად, სცენაზე ესპანელ მაესტრო პლასიდო დომინგოსთან ერთად მღეროდა... 

ნინო სპექტაკლით აღფრთოვანებულია და ემოციებს „ფეისბუქის“ მეშვეობით გვიზიარებს.

ნინო მაჩაიძე: - რა საღამო იყო! განსაკუთრებული, მაგიური, საოცარი, შესანიშნავი, ერთ-ერთი დასამახსოვრებელი!. არ შემიძლია ჩემი ბედნიერების გადმოცემა. ვერც იმას გეტყვით, რას ნიშნავს ეს სპექტაკლი ჩემთვის. „ლუისა მილერი“  ჩემი საყვარელი ოპერაა, რომელიც ზალსბურგის ფესტივალზე არანაკლებ მიყვარს. ეს ჩემთვის საყვარელი და ნიშვნელოვანი ადგილია, სადაც კარიერა 11 წლის წინ, „რომეო და ჯულიეტათი“ დავიწყე. მახსოვს, ვიდექი სცენაზე, ვტკბებოდი სიმღერით, ყველა ნოტით, და ვერც კი ვიფიქრებდი, რომ 11 წლის შემდეგ გავხდებოდი ქალი, დედა, ამხელა გამოცდილებით, 30-ზე მეტი როლით... თუმცა მე ჯერ კიდევ ის პატარა გოგონა ვარ, რომელიც ისევ ისე ტკბება სცენაზე დგომის ყველა მომენტით. უკეთეს როლზე, სასცენო პარტნიორებზე, მაესტროზე და მთელ განსაკუთრებულ გუნდზე ვერც ვიოცნებებ.

გილოცავთ, ძვირფასო პლასიდო დომინგო, მაესტრო ჯეიმს კონლონ, პიოტრ, სესილია, რობერტო, იულია, ყველას, ამ საოცარი პერფომანსისთვის. სასწაულები ხართ. 

მადლობა ზალსბურგის აუდიტორიას იმ ოვაციებისთვის, ავტოგრაფებისთვის, ფოტოებისთვის... მე უბედნიერესი გოგო ვარ და ამ დღეს სამუდამოდ დავიმახსოვრებ.

 

 

 

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე