ყველა წუთი და წამი მახსოვს, ზვიადი ბიძია! - ზაზა სარალიძის ახალი გზავნილი საქმის ფიგურანტებს

17:06 08-26-2019
7995

ზაზა სარალიძე სიციალურ ქსელში მორიგ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ  ცოტა დრო დარჩა სამართლიანობის აღდგენამდე.

სარალიძეს იმედია აქვს, რომ სახელმწიფო უწყებები ძალიან მალე სრულ ჭეშმარიტებას დადგენენ ხორავას საქმეზე.

„ყველა ადამიანი, ვინც 2017 წლის 1 დეკემბრის ინციდენტში მონაწილეობდა, პირდაპირ თუ არაპირდაპირი მნიშვნელობით, ვინც სიმართლე იცის და არ ლაპარაკობს, ვინც დააშინეს, ვინც მოისყიდეს, ვინც გააჩუმეს, ვინც გაუთქმელობის ხელწერილს იყენებთ, ფაქტების დასამალად ან დასამახინჯებლად!!!!

ყველას დრო დადგება აუცილებლად და შესაბამის სასჯელს მიიღებს!!!!
განათლების სამინისტრომ გადადგა ნაბიჯი ჭეშმარიტებისაკენ!!!
იმედი მაქვს, შეუერთდება დანარჩენი უწყებები და ძალიან მალე სრული ჭეშმარიტება დადგება!!!

პირველი იდეა გაჩნდა (გუგუშვილი, გოგოხია, ფხაკაძიდან), რომ თითქოს მე ვიყავი ვიღაცის მართული და ვიღაცეების დავალებებს ვასრულებდი!!!

ექვსი თვე დამცინოდნენ და თვალებში მაფურთხებდნენ, ექვსი თვე მატყუებდნენ და ეგონათ ჯიბეში ვყავდით, ყველა წუთი და წამი მახსოვს ზვიადი ბიძია, მაგრამ დაგავიწყდათ, რომ შვილი მომიკლეს და იმას იქეთ გზა აღარ იყო!!!
მალე მოვა თქვენამდეც აქლემი!!!!

ერთადერთი სადაც მეჩქარება ჩემი შვილია და სანამ მას შევხვდები, მანამდე დარწმუნებული ვარ ვერ ვნახავ, სანამ ყველა თავის გზას არ დაადგება და ჭეშმარიტება არ აღსდგება!!!!

პ.ს. ყველა ადამიანი მეცოდებით ცუდისთვის, მაგრამ გაცილებით მეცოდება გლდანის სასაფლაოზე უმოძრაოდ მიწისქვეშ ამოდებული ჩემი შვილი, რომელიც სიცოცხლით აწი უნდა დამტკბარიყო!!!

მკვლელებმა ის მოკლეს ფიზიკურად, თქვენ კი მისი სახელის მკვლელობა გადაწყვიტეთ!!!“, - წერს ზაზა სარალიძე. 

ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას პროცესზე ზაზა სარალიძე დაიკითხება. სხდომა 12 სექტემბერს გაიმართება.