პარლამენტის დეპუტატის ფოტო და მედლები ნინოწმინდის მუზეუმში გამოფინეს

16:36 08-26-2019
161

ნინოწმინდის სოფელ სათხეში ალბერტ ისოიანის ეთნოგრაფიული მუზეუმი გაიხსნა. აქ გამოფენილია სოფლისთვის დამახასიათებელი ძველი ტრადიციული, საყოფაცხოვრებო ნივთები და სათხეს მკვიდრი პროფესორების, მეცნიერებისა და ქველმოქმედების ფოტოსურათები. მათ შორის გახლავთ ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის ფოტო და სიგელები.

დეპუტატმა სოციალურ ქსელში ისოიანების ოჯახს მუზეუმის მშენებლობისთვის მადლობა გადაუხ.

ისოიანების ოჯახის სურვილია, ეთნოგრაფიული მუზეუმი, მუნიციპალიტეტს, სიმბოლურად, ერთი ლარის ღირებულებით გადასცენ“, - განაცხადა ენზელ მკოიანმა.

მუზეუმის გახსნას ადგილობივი ხელისუფლების და სასულიერო პირების გარდა, სტუმრები სომხეთიდან და რუსეთიდან ესწრებოდნენ.

ავტორი: რუსკა გვარამაძე
width=600
width=600