ნატო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს

16:34 08-26-2019
15

კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, ალიანსის მოკავშირეები აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არ აღიარებენ.

„ნატო არ აღიარებს 25 აგვისტოს საქართველოს რეგიონ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს. ნატო-ს მოკავშირეები არ აღიარებენ საქართველოს რეგიონებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – წერს ჯეიმს აპატურაი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა.

რეგიონში მეორე ტური გაიმართება, სადაც ერთმანეთს ამჟამინდელი ე.წ. ლიდერი რაულ ხაჯიმბა და ოპოზიციონერი ალხას კვიცინია დაუპირისპირდებიან.