კახა კალაძემ კომპანია „MAN“-ი დააჯარიმა

16:19 08-26-2019
82

MAN-ის ტიპის დარჩენილი 50 ავტობუსი, რომელიც ივნისის ბოლომდე უნდა შემოგვეყვანა, დედაქალაქში სექტემბრის ბოლოს იქნება.-განაცხადა ქალაქის მერმა კახა კალაძემ

„კომპანიასთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს. ძალიან ცუდი საუბარიც მქონდა. ეს არ არის უბრალო კომპანია, ერთ-ერთი საუკეთესო ბრენდია მსოფლიოში, რომელმაც ჩვენს ტენდერში გაიმარჯვა და აიღო ვალდებულება, რომ 90 ავტობუსი მოეწოდებინა ჩვენთვის ჯერ მაისის და მერე ივნისის თვეში, მაგრამ პრობლემები შეექმნათ. ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს და გვპირდებიან, რომ სექტემბრის ბოლოსთვის აუცილებლად იქნება მოწოდებული ის 50 ერთეული. გარდა ამისა, სექტემბერში 200 ცალი 8-მეტრიანი ავტობუსების ნაწილი უნდა შემოვიდეს. წლის ბოლოსთვის დამთავრებული იქნება მოწოდება“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება კომპანია MAN-ის დაჯარიმებას, როგორც კალაძე აცხადებს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმები გამოყენებული იქნება.