ავტოფარეხში მცხოვრები მოხუცის შვილი „პრაიმტაიმზე“ გამოქვეყნებული მასალის შემდეგ გამოჩნდა

16:02 08-26-2019
11071

„პრაიმტაიმში“ გამოქვეყნებული მასალის შემდეგ, რომელიც თელავში მცხოვრები, მარტოხელა მოხუცის, ნატალია უმცროსაშვილის მძიმე სოციალურ ყოფას შეეხებოდა, მისი ქალიშვილი გამოჩნდა.

ნინო ქართველიშვილის ინფორმაციით, საკუთარ დედას, სოფელ ხოდაშენში, მის საცხოვრებელ სახლში გადასვლა, მრავალჯერ შესთავაზა. თუმცა ნატალია უმცროსაშვილი შვილებთან და შვილიშვილებთან ცხოვრებაზე უარს აცხადებს. მისი თქმით, ასაკოვანი ქალბატონის საცხოვრებელი სახლი, მისივე თანხმობით გაიყიდა და ის ძალადობის მსხვერპლი არ ყოფილა.

„თვითონ დათანხმდა და სახლი, რომელიც შვილიშვილმა იყიდა, მისივე არჩეულია, თუმცა გადასვლაზე უარი რატომ განაცხადა, დღემდე ვერ ვხვდები“, -  თქვა ქართველიშვილმა.

მას გადაწყვეტილი აქვს, მოხუცის თანხმობის მისაღებად, დახმარებისათვის მუნიციპალიტეტსა და სოფლის მაჟორიტარს მიმართოს.

79 წლის ნატალია უმცროსაშვილი თელავში, თამარ მეფის ქუჩაზე, მძიმე სოციალურ პირობებში, ვიწრო სათავსოში ცხოვრობს.