„გირჩი ტვ“ გადასახადის გადახდაზე უარს ამბობს

15:33 08-26-2019
117

პოლიტიკური პარტია გირჩი აცხადებს, რომ მათ მიერ დაარსებული ახალი ტელევიზია გადასახადებს არ გადაიხდის იქამდე, სანამ დავალიანება 24 984 000 მილიონ ლარს არ მიაღწევს. ისინი ამის მიზეზად სხვა ტელევიზიებისთვის ჩამოწერილ ვალებს ასახელებენ. ამის შესახებ გირჩი სოციალურ ქსელში წერს.

„უსამართლობის აღმოფხვრის მიზნით, ვაცხადებთ შემდეგს:

გირჩი ტვ არ გადაიხდის არც ერთ გადასახადს, მანამ სანამ სახელმწიფოს წინაშე საგადასახადო დავალიანება არ მიაღწევს 24,984,000 ლარს (ერთი სამაუწყებლო კომპანიისთვის დღემდე ჯამში ჩამოწერილი ყველაზე დიდი საგადასახადო დავალიანება);

მსხვილი სამაუწყებლო კომპანიებისთვის საგადასახადო დავალიანების კვლავ ჩამოწერის შემთხვევაში, გადასახადების გადახდის დაწყების ზედა ზღვარს გავზრდით შესაბამისი ოდენობით (მაგალითად: თუ რუსთავი 2-ს ჩამოეწერა დამატებით 28,000,000 ლარი, გადასახადების გადახდას დავიწყებთ როდესაც გირჩი ტვ-ს საგადასახადო დავალიანება მიაღწევს 24,984,000 + 28,000,000 = 52,984,000 ლარს);

აქ მზე არავინ არ არის“- ვკითხულობთ განცხადებაში.  

„გირჩი ტვ“ ყველას სამაუწყებლო კომპანიას მოუწოდებს, რომ იგივე გააკეთონ.

შეგანხსენებთ, ფინანსთა მინისტრმა ორი კვირის წინ ის ტელევიზიები დაასახელა, რომლებსაც ვალი აქვთ. მინისტრმა მათ ვალების გადახდისთვის გარკვეული ვადა მისცა და თანამშრომლობა შესათავაზა