ამაზონის გადასარჩენად ლეონარდო დიკაპრიომ 5 მილიონი დოლარი გადარიცხა

14:53 08-26-2019
168

ჰოლივუდის ვარსკვლავმა ლეონარდო დიკაპრიომ და მის მიერ დაფუძნებულმა „დედამიწის ალიანსმა“ ამაზონის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის 5 მილიონი დოლარი გაიღო. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

„ტიტანიკის“ ვარსკვლავმა ცნობილ ადამიანებს და თავის გულშემატკივრებს ასევე მოუწოდა სოლიდარობისკენ.   

მსახიობმა გასულ კვირას საკუთარ „ინსტაგრამზეც“ გამოაქვეყნა ხანძრის ამსახველი ფოტო წარწერით - „დედამიწის ფილტვები ცეცხლშია“.  

წელს ამაზონის ჯუნგლებში ხანძრის 74 000-ზე მეტი კერა დაფიქსირდა. ეს არის უპრეცედენტო მაჩვენებელი. კოსმოსური კვლევების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ბრაზილიის ამაზონის ტყეებში ხანძრების რაოდენობა 84 პროცენტით არის გაზრდილი.