როგორი იქნება ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი - ნახეთ ფოტოები

14:26 08-26-2019
104

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება დაანონსებულ ვადაში ვერ მოხერხდა. ამის შესახებპრაიმტაიმს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ზვიად ქარჩავამ განუცხადა.

„დიდი სურვილი გვქონდა, რომ ბაღი ზაფხულში გაგვეხსნა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. სამშენებლო კომპანიას ხელშეკრულებით რეაბილიტაციის დასრულების ვადა ოქტომბრამდე აქვს. მხოლოდ კოსმეტიკური სამუშაოებია დარჩენილი და ის ოქტომბერში დასრულდება“, - ამბობს ქარჩავა.
width=600

ბოტანიკური ბაღის სრული რეაბილიტაციისთვის 11 974 436 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს სამშენებლო კომპანია ჯავა ახორციელებს, რომელმაც მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.
width=600

ზუგდიდის მერიას ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხის 70%-ის გადახდა საკუთარი სახსრებით მოუწევს. ამ თანხის 50%-ს მერია 11%-იანი სესხის სახით, მსოფლიო ბანკიდან აიღებს, ხოლო 30%-ს მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან გამოყოფს. რაც შეეხება დარჩენილი თანხის 30%-ს, მერია გრანტის სახით მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიიღებს.
width=600

ავტორი: თეა შონია