სუსლიაკს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და ეს მისმა პატიმრობამ გამოიწვია - ადვოკატი სტრასბურგს მიმართავს

14:19 08-26-2019
138

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკის ადვოკატმა, „სუსლიაკი საქართველოს წინააღმდეგ“ სარჩელის მომზადება დაიწყო. 

„სარჩელის შეტანას დაახლოებით ორი თვე დაჭირდება. მომზადების სტადიაშია განაცხადი იულია სუსლიაკი საქართველოს წინააღმდეგ, სარჩელის ფორმულირება ეფუძნება, აღკვეთი ღონისძიების შეფარდების სამართლებრივ საფუძვლებს და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას. ამ ორი მუხლით მზადდება სარჩელი ადამიანის უფლებათა სასამართლოში. -განაცხადა ზურაბ თოდუამ

მისივე განცხადებით, იულია სუსლიაკს ფსიქოლოგიური პრობლემები აღენიშნება, და იგი მკურნალობას თავისივე ქალაქში განაგრძობს.

„იულია სუსლიაკი დღეს იმყოფება თავის შვილებთან ერთად ქალაქ ხმელინსკში და გადის ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსს. მისი პატიმრობაში ყოფნა მიზეზ-შედეგობრივ კავშირშია მის ჯანმრთელობასთან. ამის პირდაპირ გადაჭრით თქმა არ შეიძლება, თუმცა, არსებობს ალბათობა იმისა, რომ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის  გაუარესება სწორედ საპატიმროში ყოფნამ გამოიწვია“. - ზურაბ თოდუა

სამართალდამცველებმა იულია სუსლიაკიარასრულწლოვნებით ვაჭრობის და ტრეფიკინგის ბრალდებით რამდენიმე თვის წინ დააკავეს.