ზუსტად 11 წლის წინ, 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა 

13:41 08-26-2019
58

ზუსტად 11 წლის წინ - 2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

როგორც მაშინდელმა რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განცხადა, ეს მარტივი არჩევანი არ იყო, თუმცა - „ერთადერთი შესაძლებლობა ადამიანების სიცოცხლის შესანარჩუნებლად“.

„2008 წლის 8 აგვისტოს ღამეს თბილისში თავისი არჩევანი გააკეთეს: სააკაშვილმა აირჩია გენოციდი თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ამით მან თავისი ხელით გადაუსვა ხაზი ოსების, აფხაზების და ქართველების იმედებს მშვიდობიან არსებობაზე ერთ სახელმწიფოში. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოსახლეობას არაერთხელ გამოუთქვამს სურვილი რეფერენდუმზე თავიანთი რესპუბლიკების დამოუკიდებლობის შესახებ. ჩვენ გვესმის, რომ იმის შემდეგ, რაც მოხდა ცხინვალში და იგეგმებოდა აფხაზეთში, მათ უფლება აქვს თავად გადაწყვიტონ საკუთარი ბედი.

რუსეთი მოუწოდებს სხვა ქვეყნებსაც მიბაძონ მის მაგალითს. ეს მარტივი არჩევანი არ არის, მაგრამ ის ერთადერთი შესაძლებლობაა ადამიანების სიცოცხლის შესანარჩუნებლად”, - ამბობდა მედვედევი.

2008 წლის 26 აგვისტოს შემდეგ, რაც რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონები დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, კრემლმა მხოლოდ 4 სახელმწიფოს დაყოლიება შეძლო. პირველი ნიკარაგუა იყო, რომელიც მოსკოვის უკანონო განზრახვას 8 დღის შემდეგ აჰყვა, მოგვიანებით კი, ვენესუელა და ნაურუ. ამ ქვეყნებმა კრემლისგან მილიონობით დოლარი, იარაღი თუ სხვა სახის სარგებელი მიიღეს და არ დაუმალავთ, რომ კმაყოფილნიც დარჩნენ. 

Image /></p>
<p>რუსეთის გარდა მეოთხე ქვეყანა, რომელმაც აფხაზეთისა და სამხრეთ ისეთის დამოუკიდებლობა აღიარა სირიაა.</p>
<p>რუსეთი სირიის მთავრობის უმთავრესი საგარეო მოკავშირეა. მოსკოვმა ქვეყნის ტერიტორიაზე ავიადარტყმების განხორციელება 2015 წელს დაიწყო. ვლადიმერ პუტინი აცხადებდა, რომ კამპანიის მთავარი მიზანი <span class=ISIS-ის შესუსტება იყო, თუმცა აშშ-ს ოფიციალურ პირებს მოსკოვი არაერთგზის დაუდანაშაულებიათ სირიის ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედებაში.

რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებს წინ უძღვოდა შეიარაღებული კონფლიქტი.

Image /></p>
<p>2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.</p>
<p>ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, <span class=დაჭრილ-დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ია. მათ შორის, 1045 სამხედრო მოსამსახურე იყო.