Exclusive - ცნობილია, ვინ რჩება „რუსთავი 2-ში“ კურიერის გუნდიდან

12:29 08-26-2019
27510

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი ხდება, რომ „კურიერის“ დემარშის შემდეგ, ტელეკომპანიაში დარჩენილებს შორის ნანა ინწკირველი და ანუკა ქინქლაძე არიან.

ნანუკა ინწკირველი „რუსთავი 2“-ში კურიერის პროდიუსერის პოსტს იკავებს. ანუკა ქინქლაძე კი ამავე არხზე ტელეწამყვანია.  

„პრაიმტაიმი“ ნანა ინწკირველს დაუკავშირდა. როგორც მან განაცხადა, ის ამჟამად შვებულებაშია და მისი გადაწყვეტილება 10 სექტემბერს გახდება ცნობილი.

„10 სექტემბერს გამოვალ შვებულებიდან. ამ ეტაპზე გადაწყვეტილება არ მაქვს მიღებული, ან დავრჩები, ან წავალ“ - აცხადებს კურიერის პროდიუსერი.

„პრაიმტაიმი“ ინფორმაციის გადამოწმებას ტელეწამყვანთანაც შეეცადა, თუმცა ანუკა ქინქლაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

„პრაიმტაიმს“ ჯერ-ჯერობით არც არხის ახალი დირექტორი პაატა სალია პასუხობს.

ავტორი: თამარ ბუჩუკური