რამდენი მანქანა ემსახურება სახელმწიფო უწყებებს

11:59 08-26-2019
117

სახელმწიფო ბიუჯეტის მონიტორინგის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, უწყებებს შორის, ყველაზე მეტი ავტომობილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ემსახურება. ამასთან, ავტომობილების შესახებ ინფორმაცია არ აქვს გასაჯაროვებული სხვა სახელმწიფო უწყებებს. 

აღნიშნული უწყების ბალანსზე 104 ავტომობილია.

რაც შეეხება სხვა უწყებების ბალანსზე არსებული ავტომობილების რაოდენობას, ასე გამოიყურება:

  • 1.საქართველოს პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები - 88 ავტომობილი;
  • 2.საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 9 ავტომობილი;
  • 3.შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართევლოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 9 ავტომობილი;
  • 4.საქართველოს ეკომონიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტრო - 55 ავტომობილი;
  • 5.რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 104 ავტომობილი;
  • 6.იუსტიციის სამინისტრო - 87 ავტომობილი;
  • 7.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 49 ავტომობილი.