ორსულმა ქალმა Facebook-ის მომხმარებელთა რჩევა გაითვალისწინა და თავისი შვილები გადაარჩინა

11:51 08-26-2019
517

ბრიტანელი ლორა დონეგანი ყვება, რომ Facebook-ის მომხმარებელთა რჩევით, ის დროულად წავიდა ექიმთან და შეძლო შეენარჩუნებინა სიცოცხლე თავისი მუცლად მყოფი ტყუპებისტვის. ამის შესახებ Mirror-ი წერს.

დონეგანის თქმით, მან წყლები ორსულობის 21-ე კვირაზე დაღვარა, ექიმმა კი ჩათვალა, რომ ქალს უბრალოდ შარდი გაეპარა, დაამშვიდა და სახლში გაუშვა.

ქალმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ ჯგუფში დაწერა და სხვა დედებმა დაჟინებით მოთხოვეს მას, რომ ისევ დაბრუნებულიყო ექიმთან, მოეთხოვა ანტიბიოტიკის გამოწერა და წოლითი რეჟიმი დაეცვა.

დონეგანმა იუზერების რჩევა გაიზიარა, სამ კვირაში კი მას დაუდგინდა დიაგნოზი, რაც ნაყოფისთვის საშიში იყო.

საბოლოოდ, ქალმა ტყუპები 30-ე კვირაზე გააჩინა. მათი სიცოცხლის გადასარჩენად ექიმებმა რამდენიმე თვე იბრძოლეს.