მთვრალმა მამაკაცმა თბილისში საკუთარი ძაღლი დანით დაჭრა

11:38 08-26-2019
114

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე 1 პირი დააკავა. 

უწყების ცნობით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული მ. ბ. დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მ.ბ.-მ, თბილისში, დანით დაჭრა საკუთარი ძაღლი და რამდენჯერმე მისი დახრჩობა სცადა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ამ დროისთვის ცხოველი თავშესაფარშია გადაყვანილი და უტარდება შესაბამისი მკურნალობა,“ - აღნიშნულია შსს განცხადებაში. 

გამოძიება ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს.