ვინ დაუპირისპირდება ერთმანეთს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ არჩევნების მეორე ტურში

11:33 08-26-2019
113

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა.

პრეზიდენტობისთვის ცხრა კანდიდატი იბრძოდა, მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა.  ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, ვერც ერთმა კანდიდატმა  ვერ გადალახა 50%-იანი ბარიერი.

აფხაზეთში მეორე ტური გაიმართება, სადაც ერთმანეთს ამჟამინდელი ე.წ. ლიდერი რაულ ხაჯიმბა და ოპოზიციონერი ალხას კვიცინია დაუპირისპირდებიან. მეორე ტური მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ჩატარდება.