უკრაინა დე-ფაქტო ე.წ. არჩევნებს მორიგ რუსულ პროვოკაციად აფასებს

11:25 08-26-2019
14

„ყალბი არჩევნები რუსეთის მორიგი პროვოკაციაა და მიზნად ისახავს პრორუსული სეპარატისტული ძალების ლეგიტიმაციას“,- უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება.

უწყების განცხადებით, ისინი მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას, რომ პატივი სცეს და შეასრულოს საერთაშორისო სამართალი,  გადახედოს გადაწყვეტილებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ.

შეახსენებთ, დე-ფატქო აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.

ე.წ. აფხაზეთის „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ ინფორმაციით, 154 საარჩევნო უბნიდან შედეგები 150 უბანზე დათვლილი და რაულ ხაჯიმბამ ხმათა 26,6%-ი მიიღო, „კანდიდატმა“ ალხას კვიციანმა - 24,6%, ხოლო ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ოლეგ არშბამ 24,9%.

ხმის მიცემა 150 საარჩევნო უბანზე იყო შესაძლებელი. დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, „არჩევნებს“ 79 ჟურნალისტი და 60 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი აკვირდება.