ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტური ჩატარდება

09:01 08-26-2019
133

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას განცხადებით, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ის ლიდერობს, თუმცა მეორე ტურის ალბათობა ძალიან დიდია.

ე.წ. აფხაზეთის „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ ინფორმაციით, 154 საარჩევნო უბნიდან შედეგები 150 უბანზე დათვლილი და რაულ ხაჯიმბამ ხმათა 26,6%-ი მიიღო, „კანდიდატმა“ ალხას კვიციანმა - 24,6%, ხოლო ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ოლეგ არშბამ 24,9%.

ხმის მიცემა 150 საარჩევნო უბანზე იყო შესაძლებელი. დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, „არჩევნებს“ 79 ჟურნალისტი და 60 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი აკვირდება.