სალომე ზურაბიშვილი  საფრანგეთს ეწვევა

08:41 08-26-2019
42

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს საფრანგეთს ეწვევა. პარიზში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ზურაბიშვილი საფრანგეთის საწარმოთა მოძრაობის – MEDEF International კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

ასევე სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოს პოლონეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ჩავა. პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს მეორე მსოფლიო ომის დაწყების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, ასევე შეხვდება პოლონეთის რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ღონისძიებაზე მიწვეულ უმაღლეს თანამდებობის პირებს.

პოლონეთში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც ჩადის.