გვარამიას ულტიმატუმმა „რუსთავი 2“ დაანგრია - მამუკა გამყრელიძე

08:07 08-26-2019
5884

ძალიან არ მესიამოვნა, რომ გვარამიამ ულტიმატუმის სახით წაუყენა იქ მყოფებს, რომ გინდა თუ არა წამოდით, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა მამუკა გამყრელიძემ „ახალ თაობას“ განუცხადა.

„რუსთავი 2-ს დამართა ორივე მხარემ. ძალიან არ მესიამოვნა, რომ გვარამიამ ულტიმატუმის სახით წაუყენა იქ მყოფებს, რომ გინდა თუ არა წამოდით. შესაძლებელი იყო, რომ იქ რაღაცა ნაწილი დარჩენილიყო. ახალ ტელევიზიას ასე უცებ ვერ გაუშვებ, რაღაც პერიოდი გჭირდება, რომ აამუშავო. სიმართლის თქმას და ხარისხიანი პროდუქტის გაკეთებას ამ ხალხს ვერ აუკრძალავდნენ. მოეცადათ, ემუშავათ 2-3 თვე და თუ ამ არხსაც იმედად გადააქცევდნენ, შემდეგ წასულიყვნენ. ამ ულტიმატუმმა კი უბრალოდ დაანგრია „რუსთავი 2”, - ამბობს “ახალ თაობასთან” საუბარში  მამუკა გამყრელიძე.