ზუგდიდის მე-9 სკოლის მორიდებული მოსწავლე დღეს მსოფლიო ჩემპიონი გახდა

23:52 08-25-2019
1514

მსოფლიო ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი 1993 წელს, მესტიაში დაიბადა, შემდეგ ოჯახი ზუგდიდში გადავიდა საცხოვრებლად, ის ზუგდიდის მე-9-ე საჯარო სკოლაში მეათე კლასამდე სწავლობდა. დღეს ლუხუმი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

როგორც „პრაიმტაიმს“ მე-9-ე საჯარო სკოლის დირექტორმა თეა გაბელაიამ უთხრა, ლუხუმის და-ძმამაც მეცხრე სკოლა დაამთავრა. შემდეგ საცხოვრებლად ზუგდიდიდან გარდაბნის რაიონში გადავიდნენ.

„ჩემი მოსწავლე, მეცხრე საჯარო სკოლის სიამაყე ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიო ჩემპიონია. ძალიან ბედნიერი ვარ სიხარულისგან ვტირი, ვყვირი და არ ვიცი კიდევ რას ვიზამ. წყნარი, გაწონასწორებული ბიჭი იყო სკოლაში, ნამდვილი ქართული ვაჟკაცური თვისებებით... გვეამაყება“ , -  ამბობს მეცხრე სკოლის დირექტორი თეა გაბელაია.

ავტორი: თეა შონია