კვირაობით თქვენც ცუდად გრძნობთ თავს? კვირის ბოლოს შფოთვა - ეს ნორმალურია

23:11 08-25-2019
765

კვირაობით თქვენც ცუდად გრძნობთ თავს? კვირის ბოლოს შფოთვა - ეს ნორმალურია. მაგრამ არ ნიშნავს, რომ ასეთი მდგომარეობა უგულვებელვყოთ.

შეიძლება გესიამოვნოთ გართობა და დასვენება შაბათ-კვირას, უცებ კი დაადგინეთ, რომ თქვენი განწყობა მოულოდნელად გაქრა. შფოთვა იწყება მაშინ, როდესაც დასაძინებლად მოემზადეთ, რა დროსაც უკვე იწყება ფიქრი ორშაბათის სამუშაოების ჩამონათვალზე, აი ამ დროს კი ხასიათი გიფუჭდებათ.

სიმართლე ის არის, რომ ადამიანების უმეტესობა, რომლებიც მუშაობენ ან სწავლობენ ორშაბათიდან პარასკევამდე, კვირას განიცდიან შფოთვას. უფრო მეტიც, კვლევებმა აჩვენა, რომ საქმე არამხოლოდ ცუდ ხასიათთან გვაქვს, არამედ სამუშაო კვირის პირველ დღესთან დაკავშირებულ ფიზიკურ თუ სულიერ დისკომფორტზე.

გამოკითხვა The Sleep Judge -მა ჩაატარა. მასში 1000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აღმოჩნდა, რომ ადამიანების 80% -ს კვირას, საღამოს შფოთვის უფრო მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა, ვიდრე დანარჩენ დღეებში. ექსპერტები ამბობენ, რომ შფოთვის გამო ადამიანები ვერ იძინებენ, რის გამოც ორშაბათ დილით საშინლად გრძნობენ თავს, არიან გაღიზიანებულები და სავსებით უენერგიო.

ექსპერტების თქმით, რაც უფრო მაღალია შფოთვა, მით უფრო მეტია გვერდითი მოვლენების რისკი, მათ შორის გულისრევა, ოფლიანობა, ქოშინი და თავის ტკივილი. აღარაფერი ვთქვათ იმ ფაქტზე, რომ მუდმივმა შფოთვამ შეიძლება გავლენა მოახდინოს იმუნური სისტემის ფუნქციონირებაზე და დეპრესიულობაზე.

სხვათაშორის, „საკვირაო შფოთვა“ შეიძლება ასევე იყოს იმის ნიშანი, რომ შენ არ მოგწონს შენი საქმე. ადამიანების უმეტესობა არ არის კმაყოფილი თავიანთი პროფესიული საქმიანობით.

იმის გათვალისწინებით, რომ სპორტი დადებით გავლენას ახდენს ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და განწყობაზე, თუ სპორტ დარბაზში დადიხართ, ვიზიტი კვირას დაგეგმეთ. 

ავტორი: ალექსი ქამადაძე