8 წლის ბავშვმა დედის ავტომობილი გაიტაცა და ქალაქიდან ავტობანზე გავიდა

21:46 08-25-2019
7769

8 წლის გერმანელმა ბიჭმა შუაღამით დედის კუთვნილი „ფოლქსვაგენ გოლფის“ გასაღები აიღო, მანქანა დაქოქა, ქალაქიდან ავტობანზე გავიდა და კიოლნის გზას დაადგა.

მალევე პოლიციას შეატყობინეს, რომ ქალაქში დიდი სიჩქარით მოძრაობს ავტომობილი, რომელსაც ბავშვი მართავს.

პოლიციამ მითითებულ პერიმეტრში მანქანის ძებნა დაიწყო, ამ დროს კი 8 წლის მძღოლმა ავტობანის სავალი ნაწილიდან პარკირებისთვის განკუთვნილ ზონაში გადასვლა მოინდომა, რა დროსაც იქ გაჩერებული ავტომობილის მისაბმელს შეეჯახა.

ბავშვს დაზიანება არ მიუღია, თუმცა მანქანა დაიმტვრა.

პოლიციის ცნობით, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ბიჭმა დედის მანქანა გაიტაცა, მაგრამ წინა შემთხვევისგან განცხვავებით ამჯერად ბიჭს პოლიციის დანახვაზე ტირილი არ დაუწყია. მან ამაყად აცნობა მათ, რომ ზოგჯერ სიჩქარე 180 კმ/სთ-ს აღწევდა, გაჩერების მცდელობისას კი ბევრად ნელა მოძრაობდა.

ბიჭმა სამართალდამცველებს ასევე შესჩივლა, რომ ის დააბრმავეს და გზიდან გადასვლა აიძულეს. პოლიცია აცხადებს, რომ ბიჭის ნათქვამს საგზაო ვიდეო კამერების ჩანაწერების გაშიფრვით შეეცდებიან. დორტმუნდის პოლიციაზე დაყრდნობით ინფორმაცია გერმანულმა მედიამ გაავრცელა.