უკრაინამ რუსეთიდან დიზელის საწვავის იმპორტი შეამცირა

20:26 08-25-2019
218

აგვისტოში რუსეთიდან უკრაინაში დიზელის ტიპის საწვავი თითქმის ნახევრით შემცირდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ანდრეი გერუსმა განაცხადა.

გერუსის თქმით, რუსული დიზელის წილი უკრაინულ ბაზარზე 20%-მდე შემცირდა. მისივე თქმით ქვეყანაში ამის გამო საწვავის ნაკლებობა არ არის, რადგან იმპორტი ბელორუსიიდან და ევროპის ქვეყნებიდან ხორციელდება.

1-ლი აგვისტოდან უკრაინამ შემოიღო სპეციალური მოსაკრებელი რუსეთიდან თხევადი გაზისა და დიზელის ტიპის საწვავის იმპორტზე. თავდაპირველად დიზელის საწვავზე იმპორტის გადასახადი 3.75%-ით, ხოლო ოქტომბრიდან 4%-ით გაიზრდება. თხევადი გაზი, კი 3 %-ით.