ქართველმა ძალოსანმა ბათუმის ნავსადგურში მსოფლიო რეკორდი დაამყარა

20:05 08-25-2019
192

ბათუმის ნავსადგურში დღეს ძალოსანმა გიორგი როსტომაშვილმა თითზე მობმული თოკით ადგილიდან საზღვაო ბუქსირი დაძრა და 5 მეტრზე გასწია.

საზღვაო ბუქსირის წონა 200 ტონას აღემატება. ძალოსანმა ამ შედეგით მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

საწყალოსნო ტრანსპორტის თითით გაწევაში რეკორდი მსოფლიოში პირველად დამყარდა. რეკორდის დამყარების პროცესს საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯები აკვირდებოდნენ.

29 წლის როსტომაშვილი არაერთი ძალისმიერ რეკორდის ავტორი და 2015 წლის რეკორდსმენთა თასის გამარჯვებულია.