სოციალურ ქსელში ზაზა ფაჩულიას ხუმრობას ამერიკული მედია გამოეხმაურა

19:50 08-25-2019
412
ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია სოციალ ქსელ ინსტაგრამზე ყოფილ თანაგუნდელსა და NBA-ის ვარსკლავ კლეი ტომპსონს ისე გაეხუმრა, რომ ამ ამბავზე აშშ-ში ყველა წამყვანმა სპორტულმა გამოცემამ დაწერა.
 
კლეი ტომპსონმა, რომელიც საფრანგეთში ისვენებს, საკუთარ სატრფოსთან ერთად გადაღებული ფოტო პირველად ატვირთა და კომენტარებმაც არ დააყოვნა. ზაზამ, რომლის კომენტარსაც ყველაზე მეტი მოწონება აქვს, ამ შინაარსის ტექსტი დაუწერა ტომპსონს: „როგორც იქნა, ვიღაცას შეუყვარდი ძმაო. ინფორმაციას sportall.ge ავრცელებს.
 
width=560