სალომე ზურაბიშვილი აფხაზეთში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებს გმობს

19:34 08-25-2019
26

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აფხაზეთში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებს გმობს. ამის შესახებ პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა.

„დე ფაქტო მთავრობა აფხაზეთში დღეს ატარებს არალეგიტიმურ „საპრეზიდენტო არჩევნებს“. საქართველო გმობს ამ ფიქტიურ პროცესს, როგორც ჩვენი ეროვნული სუვერენიტეტის კიდევ ერთ შელახვას“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები დღეს იმართება.