დასუფთავების სამსახურის წარმომადგენელმა ლეკვები სიკვდილისგან იხსნა

19:31 08-25-2019
170

ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ თბილსერვისის თანამშრომელმა ლეკვები სიკვდილს გადაარჩინა.

„დღეს თბილსერვისის თანამშრომელს სანაგვე ურნიდან შემთხვევით მოესმა ლეკვის წკმუტუნი. ურნის დათვალიერების შემდეგ აღმოაჩინა ეს არაჩვეულებრივი არსებები და იხსნა ისინი სიკვდილისგან.ეს კარგი ადამიანი გახლავთ ამირან ხოსმაზარაშვილი - წერია გვერდის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.