ინდონეზიის მთავრობა დედაქალაქის გადატანას ჯაკარტიდან კუნძულ ბორნეოზე აპირებს

18:20 08-25-2019
117

ინდონეზიის მთავრობა აპირებს დედაქალაქის გადატანას ჯაკარტიდან, კუნძულ ბორნეოზე. კონკრეტული ადგილი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ქვეყნის პრეზიდენტმა ამის შესახებ ოფიციალურად უკვე განაცხადა, საკითხს ინდონეზიის შემოდგომის საპარლამენტო სესიაძე განიხილავენ.

დედაქალაქის გადატანის ერთ-ერთ მიზეზად მიიჩნევა, ის რომ ქალაქი ჭაობში მდებარეობს. მხოლოდ ჯაკარტაში 13 მდინარე მიედინება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2050 წლისთვის შესაძლებელია ქალაქი ჩაიძიროს, რადგან ქალაქი წელიწადში საშუალოდ 15 სანტიმეტრით იწევს ქვევით. ნახევარი ქალაქი ფაქტობრივად ზღვის დონიდან დაბლაა.

ამასთან, მედიის ცნობით ეს გადაწყვეტილება, მას შემდეგ მიიღეს, რაც ჯაკარტის მოსახლეობის რიცხვმა საგრძნობლად მოიმატა. ერთ-ერთ მიზეზად ავტომობილების ჭარბ რაოდენობასაც ასახელებენ.

ჯაკარტა ერთ-ერთი ვიწროდ დასახლებული ქალაქია მსოფლიოში, 2016 წლის მონაცემებით ქალაქში 30 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

ახალი დედაქალაქი კუნძულ ბორნეოზე, რომლის მოცულობა 40 ათას ჰექტრამდეა, ინდონეზიის ხელისუფლებას მისი განაშენიანება 33 მილიარდი დოლარი დაუჯდება, სადაც 900 ათასიდან - 1,5 მილიონამდე ადამიანი იცხოვრებს.