კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის კახა კანდელაკის ვაჟი ცნობილ ამერიკელ მუსიკოსზე დაქორწინდა

18:13 08-25-2019
1205

ცნობილმა მუსიკოსმა ნიკ ვესტმა და მუსიკალურმა პროდიუსერმა ნიკოლოზ კანდელაკმა ჯვარი გრემის მონასტერში დაიწერეს. პროდიუსერმა ჯვრისწერაზე გადაღებულ ფოტო საკუთარ instagram-ზე გამოაქვეყნა.

ნიკ ვესტი ცნობილი ამერიკელი შემსრულებელია. რაც შეეხება ნიკოლოზ კანდელაკს ის კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის, „ისთერნ ფრომოუშენი-ს დამფუძნებლის, კახა კანდელაკის ვაჟია.

ნიკოლოზ კანდელაკი ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტის მაგისტრანტია მუსიკის ინდუსტრიის მართვის განხრით. პარალელურად როგორც კომპანია „ისთერნ პრომოუშენის“ წარმომამადგენელს, სხვადასხვა ცნობილ მენეჯერთან, მომღერალთან და აგენტთან აქვს საქმიანი ურთიერთობა. ის ცოტა ხნის წინ ლეგენდარული ქუინსი ჯონსის გუნდის წევრი გახდა. მისი რჩეული ნიკ ვესტი კი მუშაობდა ისეთ დიდ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან პრინცი, სტივენ ტაილერი, ჯონ მეირი.

წყვილმა ერთმანეთი 2015 წელს, ვესტის კონცერტზე გაიცნო. მას შემდეგ ისინი შეყვარებულები იყვნენ. სასიყვარული ისტორია გუშინ გამართული ჯვრისწერით დაგვირგვინდა.