ნინო თოლორდავა რუსთავი 2-ზე არ მიდის, მას მაყურებელი სხვა არხზე იხილავს?

15:59 08-25-2019
2759

პრაიმტაიმისთვის ექსკლუზიურად ცნობილი ხდება, რომ თავდაცვის სამინისტროს პრსესსამსახურის უფროსი ნინო თოლორდავა იმედის არხზე ქრონიკას წაიყვანს.

ამის შესახებ „პრაიმტაიმს წყარომ მოაწოდა ინფორმაცია. 

„სხვადასხვა მედია საშუალებებში დეზინფორმაცია გავრცელდა ნინო თოლორდავას შესახებ. თითქოს ის რუსთავი 2-ზე აპირებდა გადასვლას და მთავარი საინფორმაციო გამოშვების წაყვანას. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ნინო თოლორდავას მაყურებელი იმედზე იხილავს, ის 17 საათზე ქრონიკის გამოშვებას გაუძღვება. 

„პრაიმტაიმი შეეცადა წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის ნინო თოლორდავასთან გადამოწმება, თუმცა მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

ავტორი: თამარ ბუჩუკური