ვანო ჯავახიშვილი რუსთავი 2-ს ტოვებს?

15:04 08-25-2019
1713

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვანო ჯავახიშვილი ტელეკომპანია რუსთავი 2-ს ტოვებს.

„პრაიმტაიმი“ ამ ინფორმაციის გადამოწმებას ვანო ჯავახიშვილთან შეეცადა. თუმცა, იუმორისტული შოუს წამყვანმა კომენტარი არ გააკეთა. აღნიშნა, რომ მოგვიანებით განცხადებას თავად გაავრცელებს.

„მოგვიანებით გავაკეთებ განცხადებას“ - ამბობს ვანო ჯავახიშვილი.