ვინ არის ქალი, რომელსაც არჩილ თალაკვაძემ დაბადების დღე მიულოცა

12:47 08-25-2019
329

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე 103 წლის მოხუცს სახლში ესტუმრა და დაბადების დღე მიულოცა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„პრაიმტაიმი“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

„103 წლის თინა მამალაძეს სახლში ვესტუმრე. მითხრა, თავს მხნედ და ჯანმრთელად ვგრძნობ, იმიტომ, რომ უბრალოდ არ მჯერა რომ მოვხუცდიო. ჩვენზე ბევრია დამოკიდებული - მეტი ურთიერთობა, ზრუნვა და აქტიური ცხოვრების ხელშეწყობა მნიშვნელოვნად ეხმარება მათ დარჩნენ საზოგადოების აქტიურ წევრებად, შეინარჩუნონ დამოუკიდებლობა და ცხოვრების მაღალი ხარისხი” - წერს არჩილ თალაკვაძე.