გიგი უგულავა სალომე ზურაბიშვილს სახარებიდან ციტატას უკითხავს

12:39 08-25-2019
379

„ბედავს აქეთ დაამუნათოს ხალხი მის ღრეობაზე რომ არ მივიდა არავინ“,- გიგი უგულავა კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება.

მისი თქმით, პრეზიდენტის საქციელი კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვაა.

„როცა კონსტიტუციის ყველა ნორმას არღვევს შენი დამსმელი, მაგ ფარისევლობაში მონაწილეობა კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვაა. ეს სუბიექტი მაინც განსაკუთრებული უმსგავსოება გამოდგა. უტიფარი-ბედავს აქეთ დაამუნათოს ხალხი მის ღრეობაზე რომ არ მივიდა არავინ. სახარებიდან ერთ რჩევას მოგცემდით - გააღეთ სასახლის კარი და ყველა გამვლელი მოიწვიეთ, მაგრამ არც მაშინ მოვა ვინმე, რადგან თქვენთან ერთად ღვინო ძმარია და პური საწამლავი“- წერს უგულავა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ ღონისძიებაზე მიწვეული სტუმრებიდან ყველა არ მივიდა.