ქუთაისში სკოლის რეაბილიტაციას გამო მრავალწლოვანი წიწვოვანი ხეეები მოჭრეს

12:26 08-25-2019
16

ქუთაისში მე-13 საჯარო სკოლის წინ მრავალწლოვანი წიწვოვანი ხეები მოჭრეს. სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, კეთდება ახალი ღობე, რასაც ხეები შეეწირა.

„ასეთი ხეების გაზრდას ათეული წლები ჭირდება, ეს ხეები ამ უბნის სილამაზე იყო, არავითარი აუცილებლობა არ იყო მათი მოჭრის, მთელი სამყარო ბუნების გადასარჩენად ერთიანდება, ჩვენ კი დაუნანებლად ვანადგურებთ, რაც გაგვაჩნია, - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა.

სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშოები ქალაქის მერიის დაფინანსებით ხორციელდება.

ავტორი: ირაკლი ვაჩიბერიძე