მესტია-უშგულის საავტომობილო გზა გახსნილია

12:18 08-25-2019
87

მესტია-უშგულის საავტომობილო გზა გახსნილია.

უამინდობის გამო ფრენა გადაიდო და არჩილ თალაკვაძე აქციის მონაწილეებთან ვერ ჩავიდა, რის შემდეგაც აქციაზე მყოფებმა უშგულისკენ გზა გახსნეს.

ამჟამად უშგულში მხარის რწმუნებული და მოადგილე, ნინო ვიბლინი მიდიან. აქციის მონაწილეებთან ასევე  მიდიან მესტიის მერი და დეპუტატები.

შეგახსენებთ, მულახის თემის 12 სოფლის წარმომადგენლებმა დღეს დილით მესტია-უშგულის გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეები მულახის თემის ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ითხოვდნენ. ისინი გზის გახსნას მანამდე არ აპირებდნენ, სანამ მათთან პარლამენტის თავმჯდომარე არ ჩავიდოდა, თუმცა უამინდობის გამო არჩილ თალაკვაძე ვერ ჩავიდა.

ავტორი: თეა შონია