ნამუსიც კაი ძროხაა - ბაია პატარაია თამარ ჩუგოშვილის განცხადებას ეხმაურება

11:02 08-25-2019
2243

„ესე როგორ უნდა გაიწყვიტო შუბლის ძარღვი, რომ რუსთავი 2“-ის განადგურება ისევ რუსთავი ორელებს დააბრალო?!“-უფლებადამცველი ბაია პატარაია თამარ ჩუგოშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ „რუსთავი 2“-ის განადგურება ყოფილი დირექტორის და მფლობელის ტიპური ქმედებაა და სამწუხაროა, რომ ჟურნალისტებმა არხის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

„სამარცხვინო განცხადება!

.. ნამუსიც კაი ძროხაა. ესე როგორ უნდა გაიწყვიტო შუბლის ძარღვი, რომ რუსთავი 2“-ის განადგურება ისევ რუსთავი ორელებს დააბრალო?! ტყუილად გგონიათ, რომ ქვეყანა ჩალითაა დაფარული და ამ სამარცხვინო ტყუილებს ვინმე ჭამს. რაც არ უნდა ეძახო შავს თეთრი, არ გათეთრდების ყორანი...

ნუ, მოკლედ რა... აღარ ვაპირებ მე ადამიანზე გამოსარჩლებას, აწი, ჩუმად მოვისმენ ხოლმე მის ლანძღვას...“- წერს ბაია პატარაია სოციალურ ქსელში.