ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

09:47 08-25-2019
379

ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 49 წლის რუსეთის მოქალაქე დააკავეს. ამის თაობაზე რუსული მედია წერს.

გავრცელებული ცნობით, პოლიციამ მკვლელობის იარაღი და ის ველოსიპედი ამოიღო, რომლითაც მკვლელი მიმალვას ცდილობდა.

გერმანიაში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის სახელი საქართველოში რამდენიმე გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს, მათ შორისაა 2012 წლის ლაფანყურის სპეცოპერაცია.

რუსეთის მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს ექსპერტი მამუკა არეშიძეც, თუმცა არის თუ არა დაკავებული პირი მკვლელი, ეს არეშიძისთვის ამ ეტაპისთვის უცნობია.